პირველი ვარჯიში „ესპანიოლთან“ მატჩამდე
1 დღიანი დასვენების შემდეგ, „რეალის“ ფეხბურთელები კვლავ შეიკრიბნენ „ვალდებებასზე.“ ანჩელოტის შეგირდებმა საჩემპიონო შეხვედრისათვის დაიწყეს მომზადება.
„მანჩესტერ სიტისთან“ სასტარტო შემადგენლობაში მოასპარეზე ფეხბურთელები თავდაპირველად დახურულ კარს მიღმა ირჯებოდნენ, შემდეგ კი მოედანზე გადაერთვნენ. მწვრთნელებმა სხვადასხვა ფიზიკური და ტაქტიკური სავარჯიშოებით დატვირთეს შეგირდები.
აღსანიშნავია, რომ თანაგუნდელების გვერდით ივარჯიშა კაზემირომ, რომელმაც ბოლო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა. ანჩელოტის განკარგულებაში იყო ახალგაზრდა მოთამაშე ანტონიო ბლანკო.
ლუკა იოვიჩი განცალკევებით მუშაობდა.
- 28 აპრილი 2022
- 603
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.