ბენზემა მარტო დარჩა?

13 სეზონი გავიდა მას შემდეგ, რაც კარიმ ბენზემამ დადგა ფეხი მადრიდის მიწაზე.

2009 წლის ზაფხულში, „რეალმა“ 35 მლნ. ევრო ჩაუთვალა „ლიონს,“ მეტად პერსპექტიული და ნიჭიერი თავდამსხმელის სანაცვლოდ. ამდენი ხნის გასვლის შემდეგ კი, ფრანგი ფორვარდი „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარ ფავორიტად ითვლება.

პირველივე დღეებიდან ფლორენტინო პერესს დიდად ეიმედებოდა მისი. პრეზიდენტს ყოველთვის სჯეროდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ბენზემა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა.

34 წლის კარიმი „რეალის“ მაისურით 600 თამაშს, 320 გოლსა და 20 ტიტულს მოითვლის. კრიშტიანუ რონალდუს კლუბიდან გადაბარგების შემდეგ, ის შემადგენლობის ლიდერად ჩამოყალიბდა და აღნიშნულ პასუხისმგებლობას ღირსეულად ატარებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბენზემა 2022 წლის „ოქროს ბურთის“ უმთავრესი პრეტენდენტია. მის კონკურენტებად რობერტ ლევანდოვსკი, კევინ დე ბრუინი და მო სალაჰი ითვლებია, თუმცა უდავოა, რომ ამ ეტაპისათვისთ არავინ ბურთაობს ისე, როგორც ბენზემა, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს.

ფრანგი კარს მომდგარ უქმეებზე გაიფორმებს პრიმერა დივიზიონის ტიტულს, ხოლო მომდევნო კვირაში ჩემპიონთა ლიგის ფინალური საგზურის მოსაპოვებლად ძალისხმევას არ დაიშურებს. კარიმი ლა ლიგისა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირია, შესაბამისად, 25 და 14 გოლით. ამას ემატება მის მიერ შესრულებული 13 ასისტიც. მოთამაშემ ეროვნულ ნაკრებთან ერთად რამდენიმე თვის წინ ერთა ლიგის მოგებაც მოახერხა.

რაც შეეხება ისევდაისევ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვებას, ამჯერად, ივნისში გაიმართება. გამოკითხვაში მონაწილეობას მხოლოდ „ფიფას“ სანაკრებო რეიტინგში პირველი 100 ქვეყნის ჟურნალისტები მიიღებენ. გავრცელებული ინფორმაციით, წინა წლებისგან განსხვავებით, ყურადღება გამახვილდება ფეხბურთელის ინდივიდუალურ მიღწევებზე.

და ბოლოს, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, კარიმისთვის საუკეთესოობის მინიჭებას უკვე არა ერთი ცნობილი ადამიანი ემხრობა. მათ შორის არიან: რონალდო, რიო ფერდინანდი, მესუთ იოზილი, კუნ აგუერო და ა.შ.


1

28 აპრილი 2022 15:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797
ჩასაფრებული სასტავი იი ღმერთზემაო და ღლიცინებდა ოსასუნასთან ვერ გატანილი პელანტების მერე

2

28 აპრილი 2022 15:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 518
ციტატა: Vini Jr.
ჩასაფრებული სასტავი იი ღმერთზემაო და ღლიცინებდა ოსასუნასთან ვერ გატანილი პელანტების მერე
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

3

28 აპრილი 2022 15:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 222
ნახევარფინალიდან თუ გამოვარდა რეალი არ მგონია ეს ყველაფერი დაუფასონ ბენზემას. განსაკუთრებით იმ სემთხვევაში თუ ლივერმა 3-4 ტიტული მოიგო

4

28 აპრილი 2022 15:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ინდივიდუალურინსეზონის მიხედვით თუ აძლევენ ოქროს ბურთს, ბენზემა უკონკურენტოა.
თან არამგონია ლივერმა ლიგა მოიგოს.
ბიჭები ოთხშაბათს ყველაფერს დადებენ და იმედია ჩვენ გავალთ ფინალში.

5

28 აპრილი 2022 15:33

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბენზო მაგარ ფორმაშია მაგრამ ეს მილიტაოში 3წლის უკან როგორ გადაიხადეს 50 მილიონი ტიპი ეხლა არ ღირს მაგდენი მაგის ყიდვას პაუტორესი ეყიდათ ესპანელი მაინც არის და რაც მილიტაო შეცდომას უშვებს პაუს მთელი კარიერის მანძილზე არ დაუშვია მაგდენი საიდან მოათრიეს ტიპი ჭაკი ცხენია პოზიციას ვერ არჩევს და ამხელა ფასს იხდი რა უბედურებაა

6

28 აპრილი 2022 15:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797
ციტატა: kontaqti
ნახევარფინალიდან თუ გამოვარდა რეალი არ მგონია ეს ყველაფერი დაუფასონ ბენზემას. განსაკუთრებით იმ სემთხვევაში თუ ლივერმა 3-4 ტიტული მოიგო

ახალი წესის თანახმად ტიტულებს არ აქცევენ უკვე მაგდენ მნიშვნელობას. ფეხბურთელის სტატს და გუნდისთვის რამხელა ფიგურაა მაგას უფრო მეტი ყურადღება ეთმობა და მერე ტიტულებს. ერთა ლიგა მოიგო, სადაც რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ ბელგიას რა გოლი გაუტანა და ქამბექს დაუდო სათავე, მერე ფინალსი ესპანეთს რა ბურთი გაუტანა მაგითაც ქამბექს დაუდო სათავე, მერე ესპანეთის სუპერთასიც მოიგო ფინალშიც გაიტანა და ნახევარფინალშიც მანდაც, აგერ ლალიგა მოიგო და ასისტენტიც და გოლეადორიც ეგაა + კიდე ლიგაზე ფენომენალური სეზონი. ყველა კომპონენტით ფავორიტია როჟა, ნუ თუ სალაჰი განმეორებით ნახევარფინალში და ფინალში პოკერებს არ იკისრებს

7

28 აპრილი 2022 15:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 222
ციტატა: Romageorgia
ბენზო მაგარ ფორმაშია მაგრამ ეს მილიტაოში 3წლის უკან როგორ გადაიხადეს 50 მილიონი ტიპი ეხლა არ ღირს მაგდენი მაგის ყიდვას პაუტორესი ეყიდათ ესპანელი მაინც არის და რაც მილიტაო შეცდომას უშვებს პაუს მთელი კარიერის მანძილზე არ დაუშვია მაგდენი საიდან მოათრიეს ტიპი ჭაკი ცხენია პოზიციას ვერ არჩევს და ამხელა ფასს იხდი რა უბედურებაა

რატომღაც გუსინ მეორე გოლი ვისგამო გაერჭო ვილიარეალს ხოარ გინახავს? მაგ პაუზე უკეთესი აგერ ნაჩო გვყავს. რაც შეეხება მილიტაოს ეგეც ყვერია

ციტატა: Vini Jr.
ახალი წესის თანახმად ტიტულებს არ აქცევენ უკვე მაგდენ მნიშვნელობას. ფეხბურთელის სტატს და გუნდისთვის რამხელა ფიგურაა მაგას უფრო მეტი ყურადღება ეთმობა და მერე ტიტულებს. ერთა ლიგა მოიგო, სადაც რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ ბელგიას რა გოლი გაუტანა და ქამბექს დაუდო სათავე, მერე ფინალსი ესპანეთს რა ბურთი გაუტანა მაგითაც ქამბექს დაუდო სათავე, მერე ესპანეთის სუპერთასიც მოიგო ფინალშიც გაიტანა და ნახევარფინალშიც მანდაც, აგერ ლალიგა მოიგო და ასისტენტიც და გოლეადორიც ეგაა + კიდე ლიგაზე ფენომენალური სეზონი. ყველა კომპონენტით ფავორიტია როჟა, ნუ თუ სალაჰი განმეორებით ნახევარფინალში და ფინალში პოკერებს არ იკისრებს

როგორ არ მიაქცევენ ეხლა გუნდმა ყველაფერი მოუგოს და იმ გუბდის ერთ ერტი მთავარი ლიდერი იყოს ფეხბურთელი რათქმაუნდა ყველა მაგას დაუჭერს მხარს. ახლა რო გამოვარდეს რეალი სიტისთან საკმაოდ დაიწევს ბენზემას სანსები. ფინალში თუ გავედიტ ეგ კიდე სხვა თემა იქნება

8

28 აპრილი 2022 15:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797
მაგ მოგებებში ბენზოსნაირი წვლილი სად აქ რო? მცველები დაათრევენ პლეიოფებში ლივერპულს. ინტერთან გაიტანა მერვედში პირველ თამაშში და ვსიო აქეთ ბენზემა ევროპულ გიგანტებს ჰეთრიქებს და დუბლებს არჭობს კარგი რა

9

28 აპრილი 2022 15:41

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: FERNANDO_REDONDO
ციტატა: Vini Jr.
ჩასაფრებული სასტავი იი ღმერთზემაო და ღლიცინებდა ოსასუნასთან ვერ გატანილი პელანტების მერე

10

28 აპრილი 2022 15:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ბენზემა უკონკურენტო უნდა იყოს ოქროს ბურთზე!
ლივემ 6 ტიტულიც რომ მოიგოს, მაინც ბენზემა იმსახურებს და ამას ინგლისელი ჟურნალიტებიც ამბობენ! გუნდის მთავარი ძალა და შემოქმედია.
ლა ლიგა +ლიგა, + სუპერთასი, ნაკრებთან ტიტული და ყველა ტურნირის ბომბარდირია. მეტი რა ქნას. თან ლივეს ლიგა არაფერს გადაწყვეტს წესით რადგან ტიპები ბენფიკას და ვილიარელას ეთამაშნენ და რეალმა ბენზოს ეყალობით პსჟ, ჩელსი მიაწვინა და სიტისაც გათხარა 2 გოლი.
ინდივიდუალური თვალსაზრისით უკონკირენტოა

ციტატა: Romageorgia
ბენზემაც არითვლება თავით კარგად მოთამაშედ

ეგ საიდან მოიტანე?
ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ბენზემას თავით ყველაზე მეტი გოლი აწვს გატანილი )))

11

28 აპრილი 2022 16:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797
ციტატა: LUCA MODRIC
ბენზემა უკონკურენტო უნდა იყოს ოქროს ბურთზე!
ლივემ 6 ტიტულიც რომ მოიგოს, მაინც ბენზემა იმსახურებს და ამას ინგლისელი ჟურნალიტებიც ამბობენ! გუნდის მთავარი ძალა და შემოქმედია.
ლა ლიგა +ლიგა, + სუპერთასი, ნაკრებთან ტიტული და ყველა ტურნირის ბომბარდირია. მეტი რა ქნას. თან ლივეს ლიგა არაფერს გადაწყვეტს წესით რადგან ტიპები ბენფიკას და ვილიარელას ეთამაშნენ და რეალმა ბენზოს ეყალობით პსჟ, ჩელსი მიაწვინა და სიტისაც გათხარა 2 გოლი.
ინდივიდუალური თვალსაზრისით უკონკირენტოა

კი 100% ერთი ინტერს ეთამაშნენ და მანდაც განმეორებითში სალაჰის მაზილაობები ძვირად დაუჯდა გუნდს ლამის გამოვარდნენ

12

28 აპრილი 2022 19:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 518
ციტატა: RONALDINHO
სიტიმ თუ მოიგო ეპლი და ლიგა დებრუინი მიიღებს ოაროს ბურთს,თუ ლივერმა მოიგო ეს 2 ტიტული სალაჰი მოიგებს , ასე იქნება ეს ,რაც არ უნდა ეწყინოს ჰალას პატივცემულ საზოგადოებას ))

))შენ პირველი იქნები ვისაც ეწყინა პატივცემულო
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)