კაზემირო „სიტისთვის“ ემზადება
„ეტიჰედზე“ გამართულმა დაპირისპირებამაც ცხადყო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფიგურაა კაზემირო გუნდისათვის.
ბრაზილიელმა ნახევარმცველმა „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ტრავმის გამო იუქმა, რაც საკმაოდ ძვირად დაუჯდა „რეალს.“ ახლა ის ყველაფერს აკეთებს, რომ საპასუხო შეხვედრისათვის სრულ მზადყოფნაში ჩადგეს.
როგორც იცით, დღეს ანჩელოტის შეგირდები ისვენებდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, „ვალდებებასზე“ საყრდენისათვის კარი მაინც გაიღო. კაზემირო ფიზიოთერაპევტთან ერთად დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მუშაობდა.
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სამხრეთ ამერიკელი მოთამაშე ოთხშაბათს თანაგუნდელების გვერდით იქნება.
- 27 აპრილი 2022
- 1 779
- 25
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.