რა გეგმები აქვს ასენსიოს?

ესპანელ ნახევარმცველს 2023 წლის ზაფხულში ეწურება მადრიდულ გრანდში ყოფნის ვადა.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გარკვეული დილემის წინაშე არიან, „თეთრებმა“ ან ახალი კონტრაქტი უნდა შეთავაზონ ფეხბურთელს, ან სარფიან ფასად გაყიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაისად, თავისუფალი აგენტის სტატუსით მოუწევთ მისი გაშვება, რაც კლუბის გეგმებში ნამდვილად არ შედის.

რამდენიმე კვირის წინ, ასენსიომ ახალ სააგენტოსთან დაიწყო თანამშრომლობა, რომლის დირექტორიც ყველასათვის ნაცნობი ჟორჟე მენდეშია. ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში პორტუგალიელი შეხვედრას გამართავს „რეალთან,“ სადაც საუბარი შეეხება მარკოს მომავალს. მოთამაშის სურვილია კარიერის „ბლანკოსში“ გაგრძელება, თუმცა ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების გათვალისწინებით. ამ ეტაპისათვის უცნობია, თუ რას ფიქრობენ გუნდში ასესნიოსთვის ანაზღაურების გაზრდაზე.

Cadena SER-ის ცნობით, ფეხბურთელს არა ერთი მსურველი ჰყავს, მათ შორის „იუვენტუსი,“ „მილანი“ და „ნიუკასლი.“


1

27 აპრილი 2022 17:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ამ ეტაპისათვის უცნობია, თუ რას ფიქრობენ გუნდში ასესნიოსთვის ანაზღაურების გაზრდაზე.

არაა უცნობი. ტვიტერზე დაწერა რამდენიმე გამიცემამ, რომ რეალი ასენსიოს გაუმჯობესებულ პირობებს არ დათანხმდება და არცაა ღირსი.
ამდენი წელი რეალში რა ლოგიკით არის ვერ მივხვდი. პასი არა, მოტყუება, დრიბლინგი, ხედვა, სისწრაფე - არცერთი არ გააჩნია. კიდევ როგორ გაქაჩა ამდენი ხანი ამ დონის კლუბში ამოუხსნელია.
უნდა წავიდეს და ვინმე ნიჭიერი და ტექნიკური ბიჭი დაიმატონ. ან კასტილიელი დააწინაურონ ბოლობოლო.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 21
2 მბაპე 18
3 ბუდიმირი 14
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2025 (119)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)