ფერლან მენდი 100
„ეტიჰედზე“ „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ გამართული დაპირისპირება საიუბილეო გამოდგა ფრანგი მცველისათვის.
ფერლან მენდი უკვე 100 შეხვედრას მოითვლის „რეალის“ მაისურით. მისი დებიუტი „ბლანკოსში“ 2019 წლის 1-ელ სექტემბერს შედგა „ვილიარეალთან“ პაექრობაში. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ფეხბურთელმა 70-ჯერ ლა ლიგაზე იასპარეზა, 24-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე, 5-ჯერ ესპანეთის სუპერ თასზე და ერთხელ „კოპა დელ რეიზე.“ მის ანგარიშზეა 69 მოგება, 17 ფრე და 14 მარცხი.
ამ ეტაპისათვის მენდი 3 ტიტულს (1 ლალიგა და 2 ესპანეთის სუპერ თასი) მოითვლის სამეფო კლუბის რიგებში.
- 27 აპრილი 2022
- 660
- 4