კბ9 - 1 გოლი რონალდუმდე და უკან მოტოვებული მესი
ალბათ, გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ კარიმ ბენზემა უბრალოდ დაფრინავს მოედანზე.
„ეტიჰედზე“ გაფორმებული დუბლით, „ცხრიანმა“ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირობისაკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. ის უკვე 14 გოლს მოითვლის და ტურნირზე შემორჩენილი ფეხბურთელებიდან ყველაზე ახლოს სალაჰი ჰყავს, 8 შედეგიანი დარტყმით.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა ცხრილს, ფრანგი მე-4 პოზიციას იკავებს 85 ბურთით. მას 1 გოლით უსწრებს ლევანდოვსკი, 41-ით მესი, ხოლო 55-ით რონალდუ.
ამასთანავე, ერთ სეზონში საპლეიოფო სტადიაზე გატანილი გოლების რაოდენობით (9), ბენზემა მხოლოდ პორტუგალიელ მეგა ვარსკვლავს ჩამორჩება. მას ჩინებული შანსი აქვს მომავალ დაპირისპირებაში გაუტოლდეს ყოფილ თანაგუნდელს ან სულაც გადაასწროს მას.
უშუალოდ ნახევარფინალ ეტაპზე კი, კარიმს უკვე 7 გოლი დაუგროვდა. ამდენივეს მოითვლის პოლონელი თავდამსხმელიც, ხოლო ლიდერი, რა თქმა უნდა, რონალდუა 13 გოლით. ლეო მესი მხოლოდ 6 გოლით იწონებს თავს.
და ბოლოს, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ისტორიაში, ერთ სეზონში ყველაზე მეტი გატანილი გოლი შემდეგ მოთამაშეებზე მოდის:
1. რონალდუ – 17 გოლი -2013/14;
2-3. რონალდუ - 16 გოლი 2015/16;
2-3. რონალდუ 16 გოლი -2017/18;
4. ლევანდოვსკი 15 გოლი -2019/20;
5-6. ბენზემა 14 გოლი - -2021/22;
5-6. მესი 14 გოლი -2011/12.
- 27 აპრილი 2022
- 1 977
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.