ბუტრაგენიო:„„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში უნდა ითამაშოს“
ემილიო ბუტრაგენიომ „სიტისთან“ მატჩი შეაფასა...
„რთულია წაგება გიხაროდეს, მაგრამ სტარტიდან გამომდინარე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მაქსიმუმი შევძელით და ბერნაბეუზე მატჩის წინ ფინალში თამაშის შანსი გვაქვს. „ბლანკოსი“ აუცილებლად უნდა მოხვდეს ამ ეტაპზე, ვინაიდან 1/8 და 1/4 ფინალში საოცარი გზა გამოიარა, „ეტიჰადზე“ კი დაამტკიცა, რომ კვლავ მოწოდების სიმაღლეზე დგას.“
„ერთიანობა გვმართებს და უნდა ვიცოდეთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია. მანჩესტერულ კლუბს უდიდესი რესურსი აქვს. გუარდიოლას განკარგულებაში ყველ პოზიცია 2 უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. ისინი საოცარ ტემპს გვთავაზობენ და პრესინგის სახით ცდილობენ მეტოქისთვის პრობლემების შექმნას.“
„ვინისიუსმა მართლაც არნახული სისწრაფე განავითარა და საბოლოო ჯამში გოლის გატანა შეძლო. მაშინ ანგარიში 3-2 გახდა, რამაც სიმშვიდის საშუალება მოგვცა, თუმცა სამწუხაროდ, მანჩესტერელებმა კიდევ გაიტანეს და ამოცანა გართულდა.“
„ბენზემას პანენკა? უდავოდ უნდა ითქვას, რომ კარიმი ამ ეტაპზე ევროპაში საუკეთესოა. ფრანგი ფეხბურთელი კრიტიკულ სიტუაციებში საოცრებებს სჩადის და ამას ყველა ერთად ვხედათ.“
„„ფინალი დიდი ოცნებაა, რომლის ასრულებაც შეიძლება. შესაბამისად, გაჩერებას არ ვაპირებთ.“
- 27 აპრილი 2022
- 1 063
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.