ვინისიუსი: „ის არის ჩემი ძმა“
„მანჩესტერ სიტისთან“ გამართულ პაექრობაში ვინისიუსმაც მოახერხა თავის გამოჩენა. ბრაზილიელმა შემტევმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შესანიშნავი ბურთი გაახვია ედერსონის კარში.
„ცხადია, მარცხით ვერასდროს იქნები ბედნიერი, მაგრამ წინ გვაქვს 90 წუთი „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ სადაც ვეცდებით სასურველი შედეგის დაფიქსირებას. საპასუხო პაექრობა განსხვავებული იქნება. კმაყოფილი ვარ გუნდის რეაქციით. მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი სხვაობით ვმარცხდებოდით, ყურები არ ჩამოგვიყრია.“
„მომდევნო დაპირისპირებისათვის ბევრი კომპონენტის გაუმჯობესება გვმართებს. თამაში ყურადღებით და მობილიზებულად უნდა დავიწყოთ, სწრაფი გოლის გაშვება ძალიან გაგვირთულებს საქმეს.“
„გოლის გასატანად ძალიან ბევრი ვირბინე და რაც მთავარია ნაყოფიერად დავასრულე ეპიზოდი. საერთო ჯამში ლამაზი გოლი მომენტი გამოვიდა. მანამდე კარგი შანსი გავანიავე. მწვრთნელა მოგვიწოდა ყველას, რომ კონცენტრაცია შეგვენარჩუნებინა. ძალიან მომწონს ზეწოლის ქვეშ ბურთაობა.“
„არ არსებობს სიტყვა, რომელიც ბენზემას თამაშს გადმოსცემს. კარიმი არის შესანიშნავი ფეხბურთელი და ჩემი ძმა. ის ყოველთვის თავდაჯერებულია. ვიმედოვნებ, სეზონს დაასრულებს პრიმერა დივიზიონის, ჩემპიონთა ლიგისა და „ოქროს ბურთის“ მოგებით.“
- 27 აპრილი 2022
- 1 692
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.