ანჩელოტი: „ამ მომენტმა ჩემი გაოცება გამოიწვია“
კარლო ანჩელოტიმ „ეტიჰედზე“ გამართული თამაში (რომელშიც „რეალმა“ 4-3 დათმო) შეაჯამა.
„სიმართლე გითხრათ ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პირველი ტაიმის განმავლობაში არა ერთი ორთაბრძოლიდან გამოვედით დამარცხებულნი. მეტოქემ 2 სწრაფი გოლი გაგვიტანა, რომელთა თავიდან არიდებაც შეგვეძლო. აღსანიშნავია, რომ „რეალმა“ მოახერხა სათანადო რეაქციის გამოვლენა და საპასუხო დაპირისპირების წინ შანსების შენარჩუნება. ასეთი მარცხი დასასრული არ არის და ეს გვარდიოლასაც ვუთხარი. ყველაფერი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადაწყდება, სადაც აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ ასპარეზობა დაცვით ხაზში, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოვიგებთ.“
„შეიძლება ითქვას, თამაში ძალიან ცუდად დავიწყეთ. ზედმეტად რბილები ვიყავით, რაც დებიუტშივე ძვირად დაგვიჯდა. შემდეგ ძალები მოვიკრიბეთ და მსაჯის საფინალო სასტვენამდე კონკურენციას ვუწევდით მოწინააღმდეგეს. საჭიროა თავდაცვითი უნარების გამოსწორება. ბურთის ფლობაში არ მოვიკოჭლებდით, შედეგად, რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით. ჩემი კოლექტივი საკმაოდ გამოცდილია. ფეხბურთელები რთულ პერიოდშიც კი სიმშვიდეს ინარჩუნებენ. მათ ბევრ მსგავს ორთაბრძოლაში მიუღიათ მონაწილეობა და არასდროს ჩამოუყრიათ ყურები.“
„ვფიქრობ, განმეორებით მატჩშიც გახსნილ თამაშს ვიხილავთ. ცხადია განსხვავებული ჯახი იქნება, ვინაიდან „სიტის“ უკვე აქვს გარკვეული უპირატესობა. ვიმედოვნებ, მადრიდისტები ჩვენთან უკეთესს ბურთაობას მოითხოვენ ფინალში გასასვლელად. ისინი მაქსიმალურ მზადყოფნაში უნდა იყვნენ, რადან მათთან ერთად კიდევ ერთი მაგიური ღამე გველოდება.“
„მიუხედავად იმისა, რომ გოლები გავუშვით, მოედანზე ენერგიულობით გამოვირჩეოდით და ღია ფეხბურთი ვითამაშეთ. შეიძლება ეს მეტოქეს წინ გაჭრამ განაპირობა. შესაძლებელია უკეთესიც იყოს, თუ მეორე შეხვედრაშიც გახსნილ ტაქტიკაზე გავაკეთებთ აქცენტს.“
„როგორც ყოველთვის, ბენზემა ძალიან კარგად იბურთავა. პენალტის შესრულების დროს მან შესანიშნავი ხასიათი გამოავლინა და სანახაობრივად დაარტყა ბურთი მეტოქის კარში, რამაც ჩემი გაოცება გამოიწვია. რაც შეეხება მოდრჩის, მისი შეცვლის გადაწყვეტილება მივიღე, ვინაიდან ვფიქრობდი, რომ ბოლო წუთებში მეტად დასვენებული მოთამაშე გვჭირდებოდა მოედანზე. მოდრიჩი შესანიშნავად გამოიყურებოდა. იგივეს თქმა შემიძლია სებალიოსზეც.“
„რა თქმა უნდა, წაგება არასდროს არის მისაღები, მაგრამ „პსჟ“-სთან განსხვავებული სიტუაცია იყო. იმ პაექრობაში კარში დარტყმა ვერ ჩავიწერეთ აქტივში, ხოლო გუშინ კი 3 გოლი შევაგდეთ.“
„კაზემირო მზად იქნება „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გასამართი თამაშისათვის. ალაბას დავაკვირდებით და გადაწყვეტილებას შესაბამისად მივიღებთ.“
- 27 აპრილი 2022
- 5 826
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.