ბენზემა:,,პანენკას არავინ მოელოდა"
კარიმ ბენზემამ „სიტისთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ბერნაბეუზე გულშემატკივართა მხარდაჭერა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს. სამეფო კლუბმა მანჩესტერში ბოლომდე იბრძოლა და ფინალში გასვლის შანსი დაიტოვა. ეს ნამდვილად ჯადოსნური ღამე იყო, სადაც ორივე გუნდმა მაქსიმუმი გაიღო წარმატებისთვის.“
„„პანენკა“? პენალტის ასე შესრულება გადავწყვიტე იმიტომ, რომ „სიტის“ სხვა მოლოდინი ჰქონდა. სხვა ახსნა არ არსებობს.“
„2 პენალტი გავაფუჭე, მაგრამ მსგავს შემთხვევებში ისეთი ადამიანები ხვდებიან, რომლებიც თერთმეტმეტრიანს ურტყავენ. ამაში ტრაგედია არაფერი იყო.“
„„სიტი“ შესანიშნავ პრესინგს თამაშობს და დიდი რესურსი აქვს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საშინაო არენაზე გამარჯვება შეგვიძლია.“
- 27 აპრილი 2022
- 9 774
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.