გუარდიოლა:,,რეალი ძალიან სახიფათოა, მაგრამ მეტოქეს ვაჯობეთ"
ხოსეპ გუარდიოლამ „რეალთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ეს იყო მომენტებით დახუნძლული მატჩი. ჩემი ფეხბურთელებით ძალიან კმაყოფილი ვარ. მათ აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდათ გუნდთან, რომლის ფეხბურთელების ევროტურნირებზე უდიდეს გამოცდილებას ფლობენ და არაერთი ისტორიული მატჩი შესთავაზეს ქომაგებს. მადლობას ვუხდი ყველა ფეხბურთელს, მე მათი შესაძლებლობების მჯერა, დანარჩენს კი ბერნაბეუზე ვიხილავთ.“
„მატჩი 6-3 რომ დასრულებულიყო გაცილებით კომფორტული უპირატესობა გვექნებოდა, მაგრამ მადრიდში ისეთივე ყურადღებით ვითამაშებდით, როგორც 4-3-ზე ვითამაშებთ. ეს არის გუნდი, რომლისგანაც არაფერი უნდა გამორიცხო.“
„ესპანეთში კიდევ უფრო კარგი შედეგების მოსაპოვებლად უნდა წავიდეთ, მანამდე კი მცირე პაუზის აღება და პრემიერლიგაზე გადართვა გვმართებს.“
- 27 აპრილი 2022
- 7 746
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.