კარიიიმ ბენზემააა - 600/41/14

სამეფო კლუბის „ცხრიანი“ ისტორიის წერას განაგრძობს.

არსებული მომენტისათვის ფრანგი თავდამსხმელი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა და ამ სტატუსს თამაშიდან თამაშამდე კიდევ უფრო ამყარებს.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც „ეტიჰედზე“ გაიმართა, „რეალმა“ სრულიად უნიათო ფეხბურთი შეთავაზა მეტოქეს. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა მინიმალური ანგარიშით დათმეს შეხვედრა და ამაში ლომის წვლილი მიუძღვის ვის, თუ არა კაპიტანს. ამ უკანასკნელმა გულგატეხილი არც „ქალაქელები“ დატოვა და მათ კარში დუბლი შეასრულა. ცალკე აღნიშვნის ღირსია მის მიერ რეალიზებული პენალტი „პანენკას“ სტილში. შედეგად, მიმდინარე ჩ/ლიგაზე კარიმი უკვე 14 გოლს მოითვლის და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის ჩამონათვალშიც პირველ ადგილს იკავებს. მან ერთი გოლი გადაუსწრო რობერტ ლევანდოვსკის, რომელიც აღნიშნულ გათამაშებას ცოტა ხნის წინ გამოეთიშა.

„სიტისთან“ გამართული პაექრობა კი ბენზემასთვის მე-600 გამოდგა „რეალის“ რიგებში. ის ლეგენდარულ პაკო ხენტოს გაუტოლდა და კლუბის ისტორიაში ჩატარებული მატჩების კომპონენტში, ახლა მხოლოდ 6 ფეხბურთელს ჩამორჩება. ესენი არიან: იერო (601), სანტილიანა (645), რამოსი (671), სანჩისი (710), კასილიასი (725) და რაული (741). წინახაზელს „ბლანკოსის“ მაისურით 20 ტიტული აქვს მოგებული.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ კარიმმა ამ სეზონში საერთო ჯამში 41 გოლს მოუყარა თავი. ეს მაჩვენებელი რეკორდულია მის კარიერაში.


1

27 აპრილი 2022 09:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
დიდია ეს ჩემისა ❤️

2

27 აპრილი 2022 09:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 222
ბენზემას პირველმა გოლმა არაფრისგან ყველაფერი შეცვალა თორე მართლა შეიძლებოდა გადაივლოთ მერე ცოტა დაწყნარდნენ. იმედია ბერნაბეუზეც მსგავსი სცენარი არ იქნება მაგრად დაგვჩაგრეს თავი ბრაიტონის გულშემატკივარი მეგონა არ ეკადრება რეალს ასეთი უსუსური თამაში

3

27 აპრილი 2022 10:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 518
)) კიდევ ერთხელ ვიტყვი ბენზემა იყო და არის ვიში კლასი.რა თქმა უნდა წელს გამორჩეული სეზონი აქვს მაგრამ რაც რონალდო წავიდა და მიეცა სრული ძალაუფლება მოედანზე მით უფრო მეტად გამოჩნდა მისი შესაძლებლობები.სანწუხაროდ ბევრი წელი ლიმიტირებული იყო სხვადასხვა მიზეზების გამო..

პ.ს. ასევე მინდა შევეხო მატჩს.ყველა გასული გოლი იყო პოზიციური შეცდომების ბრალი.თუ დავაკვირდებით პირველ გოლს აშკარად ცალსახააა ვალვერდემ დაკარგა თავის კაცი რის შედეგადაც საჯარიმოDი რიცხობრივი უპირატესობა შეიქმნა და საერთოდ ვთვლი მინიმუმ სამ გოლში პირდაპირ თუ არა ირიბად ვალვერდეაა დამნაშავე.თითსმის ყველა ჩაწოდებული ბურთის დროს ჩვენ საჯარიმოში იქმნებოდა რიცხობრივი უპირატესობა 2x3 ზე ამის ყველაზე ნათელი მაგალითი პირველი მეორე და მესამე გოლიაა.კაზემიროს როლი რეალში ფასდაუდებელია.ვაკვერდეს არ აქვს საყრდენის თვისებები თუ რატომ ყველა გოლში დეტალურად ავხსნი.საერთოდ პირველ გოლზე კარვახალი არაფერ შუაშია ის თავის ჯაცს ფოდენს იყვანდა.თუ დააკვირდებით სანამ მაჰრეზი აწვდის ვალვერდე დებრუინთან ახლოსაა მაგრამ როგორც კი აწვდის ის არ მიყვება თავის ჯაცს.ცალსახაა პურველი გოლი ვალვერდეს ბრალია!რაც შეეხება მეორე გოლს.ეპიზოდი იყო ესეთი მილიტაოს მოუწია დაზღვევა კარვახალის სივრცის შეზღუდვის მიზნით.ანუ ეპიზოდის დროს ფლანგზე ორი ორზე არიან კარვახალი და მილიტაო მაგრამ ყველაზე უცნაური ისააა რომ ჩაწოდების შემდეგ ჰოი საოცრებავ საჯარიმოში ისევ რიცხობრივი უპირატესობა აქვთ სამი ორზე.მენდის საერთოდ ირი კაცი ყავდა.გასაგაბია ალაბამ ლოკალური შეცდომა დაუშვაა მაგრამ დააკვირდით ვალვერდეს სად დგას საყრდენი უნდა ავსებდეს ცენტრალური მცველის პოზიციას მაგრამ რატომღაც ის კროსზე მაღლა დგას.კროისის პოზიციაც გაუგებარია.ანუ ამ გოლშიც თუ პირდაპირ არა ირიბად ისევ ვალვერდეა დამნაშავე.ალაბა დაუშვებდა შეცდომას თუ არა კონკრეტულ დუელში ეს გოლი მაინც გავიდოდა რადან ჟესუსის უკან 2 კაცი იყო საჯარიმოში გადავიდეთ მესამე გოლზე .მენდის ცუდი პასი და პლიუს კარგავს პოზიციას.ბუნ3ბრივია ნაჩო იწევს რომ სივრცე შეუძღუდოს.ჯესუს გადაყავს მილიტაო და დებრუინს მოყვება როგორც იქნა ვალვერდე .ეს მესამე გოლი ორი აბდალას ბრალია მენდის და კარვახალის ცალსახად.უშუალოდ კარვახალი ვისაც იყვანდა იმან გაიტანაა.მაგრამ ჩვენ პრაქტიკამ გვაჩვენა ესეთ სიტუაციებში კარვახალი არ უნდა შეაჩეჩო ვინმეს ერთი ერთზე.ტანმორჩილია თავით თამაში არ იცის.შეიძლებოდა ვალვერდეს შეევსო მილიტაოს ზონა და კროოსი დებრუინზე გადასულიყო.ჩვენ გვახსოვს იუვე გამიზნულად როგორ თვირთავდა საჯარიმოებს კარვახალის მიმართულებით.ცოტა ისე უნდა გადაეწყოს გუნდი თავდაცვაზე კარვახალს არ ნოუწიოს საჰაერო ორთაბრძოლები საჯარიმოში.დებრუინის გოლი ჰავეერცის გოლს გავს ერთი ერთში.მეოთხე გოლს რაც შეეხება ბერნარდო როცა ბურთს იღებს მის ირგვლივ სამი კაცია არ აქვს დასარტყმელი პოზიცია მაგრამ ჰოი საოცრებავ ახერხებს დასარტყმრლ პოზიციაზე გასვლას.პურველი ეპიზოდს ეთიშება კამავინგვა.მეორე კროოსი ზანტად მოქმედებს.მესამე ბერნარდოს ერთადერთი მიმართულება ჰქონდა დასარტყმელი და როგორც წესი მცველი უნდა ბლოკავდეს ამ მიმართულებას რადგან ეპიზოდში სხვა მიმართულება შეზღუდული აქვს.და ბოლოს კურტუას ეს ბურთი უნდა აეღო.ნათლად გამოჩნდა სადაც იდგა იქ გაუშვა.თან მეკარისთვის მოსალოდნელი იყო მაგ მიმართულებით დარტყმა რადგან ეპიზოდი სხვა საშვალებას არ იძლეოდაა.ყველაფერი ამის შედეგია ეტიჰადზე იტან სამ გოლს და მატჩს მაინც აგებ!
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

4

27 აპრილი 2022 10:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 029
reali bernabeuze. moigebs da pinalshi gava

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)