კურტუა: „მათი მოლოდინები არ გამართლდა“

ტიბო კურტუამ პერსონალურ „იუთუბ პოდკასტზე“ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„დიახ, ძალიან ახლოს ვართ პრიმერა დივიზიონის მოგებასთან. ვფიქრობ, აპრილი გადამწყვეტი თქვე გამოდგა. „კლასიკოს“ შემდეგ მათ „ქამბექის“ და ჩვენი ფსიქოლოგიურად გატეხვის იმედი ჰქონდათ, თუმცა ასე არ მოხდა, პირიქით, შემადგენლობამ ძალები მოიკრიბა. გახარებულნი ვართ ბოლოდროინდელი გამარჯვებებით, განსაკუთრებით „სევილიას“ წინააღმდეგ. ანდალუსიურ კლუბს საშინაო არენაზე მარცხი არ ჰქონდა განცდილი. მათ საუკეთესო დაცვითი ხაზი ჰყავთ ჩემპიონატში, მაგრამ სამჯერ ავიღეთ მეტოქის კარი და საბოლოოდ ჩვენ დაგვრჩა გაამრჯვება, რაც კარგი სანახავი იყო.“

„„სანჩეს პისხუანზე“ მოგებულ პაექრობას დიდი ეიფორია მოჰყვა. ჩვენი მარცხის შემთხვევაში, მეორე ადგილოსანთან ქულათა სხვაობა 9-მდე შემცირდებოდა, რაც მოწინააღმდეგეებს სიტუაციის შემოტრიალების შანსს გაუჩენდა, თუმცა „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ მოლოდინები არ გამართლდა. ვიცოდით, რომ პამპლონიდანაც აუცილებლად უნდა წამოგვეღო 3 ქულა. ოფიციალურ ჩემპიონობამდე სულ ცოტა გვაკლია.“

„აღარ მახსოვს რამდენიმე „ქამბექი“ შევასრულეთ მიმდინარე სეზონში. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ნამდვილად განსაკუთრებული ძალა აქვს. როდესაც ლონდონში 1-3 მოვიგეთ, დარწმუნებულნი ვიყავით, რომ განმეორებით შეხვედრაში დიდი სირთულეები გველოდებოდა. „ჩელსის“ სამბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, რწმენა არ დაგვიკარგავს. ადგილობრივი გულშემატკივრების დახმარებით უკვე დავიჯერეთ საკუთარი შესაძლებლობების და შედეგიც სახეზეა. ექსტრა ტაიმში მეტოქეზე უკეთესად გამოვიყურებოდით. ვიმედოვნებ, „მანჩესტერ სიტისთან“ ორივე დაპირისპირება ჩვენი კარნახით წარიმართება.“

„ჩვენ გაგებით ვეკიდებით ქომაგების სტვენას და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ნორმალურია, რომ ცუდად თამაშის შემთხვევაში, ფანები უკმაყოფილებას გამოხატავენ. ისინი არიან თავისუფალნი, თუ ყველაფერსი პატივისცემის ჩარჩოში ექცევა. მაგრამ როდესაც მოთამაშე უფერულად გამოიყურება, პუბლიკის გამხნევება დამატებით მუხტს აძლევს მას. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ხოლმე მხურვალე მხარდაჭერას. მატჩი საკმაოდ გრძელია და ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. ასეთი „ბერნაბეუს“ პირობებში კი, რთულია წაგება.“

„პამპლონაში გამართულმა ორთაბრძოლამ ცხადყო, რომ ბენზემაც ადამიანია. კარიმმა 2 პენალტი გააცუდა, თუმცა მსგავსი რაღაცები ხდება ფეხბურთში. მთავარია მოპოვებული გამარჯვება. ის საოცარ დონეზე ატარებს მიმდინარე სეზონს და არა ერთი მნიშვნელოვანი გოლის ავტორია. „ცხრიანი“ თამამად მიუძღვება გუნდს წინ. “

„მოდრიჩი დიდებული ადამიანია, საკმაოდ მხიარული. მას ყოველთვის გამარჯვება სწყურია, ვარჯიშებზეც კი. ძალიან ბრაზდება, როდესაც მისი გუნდი ისე არ აკეთებს ყველაფერს, როგორც საჭიროა. მიუხედავად ასაკისა, ლუკა ძალისხმებას არ იშურებს, რომ შესანიშნავ კონდიციებში იყოს.“

„გვარდიოლას „სიტი“ მეტად რთული გუნდია, რომელსაც უყვარს მოძრაობა, ბურთის ფლობა და ხაზებს შორის გადაადგილება. მათი დამარცხება ადვილი საქმე ნამდვილად არ იქნება, თუმცა გვჯერა, ფინალის საგზურს ჩვენ მოვიპოვებთ. 2 სეზონის უკან, „ქალაქელებთან“ ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დავთმეთ (1-2). მე ვიცი, როგორია მათი დამარცხება, როგორც საშინაო, ასევე საგარეო შეხვედრაში. პირველ მატჩამდე გარკვეული დრო გვქონდა დასვენებისათვის და ეს ძალიან კარგია. განმეორებითი ჯახი მომდევნო ოთხშაბათს გვიწევს, შესაბამისად, შაბათს, „ესპანიოლთან“ ჩემპიონობის გაფორმების შემთხვევაში, ზეიმისთვის დროც დაგვრჩება. „სიტიც“ პირველობისათვის იბრძვის პრემიერ ლიგაზე. ისინი 1 ქულით უსწრებენ „ლივერპულს“ და შეიძლება ითქვას, მათი მდგომარეობა გაცილებით სტრესულია. ცხადია, უმჯობესია საპასუხო პაექრობის საშინაო კედლებში ჩატარება. ესე რომ არ ყოფილიყო, დიდი ალბათობით, „პსჟ“-სა და „ჩელსისთან“ „ქამბექებს“ ვერ ვიხილავდით.“

„წლეულს რთული იქნება „ზამორას“ ჯილდოს მოპოვება, ვინაიდან ბოლო პერიოდში ბევრი გოლი გავუშვით. მთავარი კონკურენტი „სევილია“ იყო, მათ კარს კი ჩემი კარგი მეგობარი ბონო იცავს. თუ მე ვერ მოვიგე, დაე, აღნიშნული პრიზი მას ხვდეს წილად. ჩემპიონატის ოქროს მედლები შესანიშნავი იქნება.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)