„რეალი“ 13-0 „მანჩესტერ სიტი“
„რეალთან“ დაპირისპირებამდე 1 დღით ადრე გვარდიოლამ განაცხადა, რომ ისტორიულ ჭრილში თუ მოხდება მომავალი თამაშის განხილვა, „მანჩესტერ სიტი“ სამეფო კლუბთან უძლურია.
რთულია, არ დაეთანხმო ესპანელ დამრიგებელს, როდესაც ერთ მხარეს ჩემპიონთა ლიგის 13 თასი დგას, ხოლო მეორე მხარეს არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ „ქალაქელთა“ განვითარებაზე უდიდესი რესურსი იხარჯება, ამ ეტაპისათვის, ისინი ვერადავერ ახერხებენ წარმატების მიღწევას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე. აღნიშნულთან ყველაზე ახლოს ისინი განვლილ სეზონში იყვნენ. პეპმა კოლექტივი ფინალურ შეხვედრაში გაიყვანა, სადაც „ჩელსიმ“ ბარიერის დაძლევა ვეღარ მოახერხეს. თავად დამრიგებელმაც უკანასკნელად 2011 წელს იზეიმა ოქროს მედალი და მას შემდეგ, ვერც „ბაიერნის“ რიგებიდან შეძლო იგივე ემოციის გაზიარება.
სამეფო კლუბი კი „უეფას“ გათამაშების ყველაზე შთამბეჭდავია მონაწილეა. „თეთრებმა“ 6 თასი მე-20 საუკუნეში იზეიმეს, ხოლო 7 21-ში. ორივე მიღწევა უბადლოა. ამასთანავე, მათ ანგარიშზეა ჩ/ლიგის მიჯრით 3-ჯერ მოგება (2016, 2017 და 2018 წლებში).
- 26 აპრილი 2022
- 1 174
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.