„მან.სიტი“ VS „რეალი“ - როგორი უნიფორმებით ითამაშებენ გუნდები?
საფეხბურთო სამყაროს მზერა მთლიანად „ეტიჰედისკენაა“ მიმართული, სადაც „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ დაპირისპირება გაიმართება.
როგორც ცნობილია, გვარდიოლას შეგირდები ტრადიციული ცისფერი მაისურებით გამოვლენ მწვანე მინდორზე, მადრიდელები კი ლურჯი ფორმით შეიმოსებიან.
მიმდინარე სეზონში „ბლანკოსმა“ რიგით მეორე უნიფორმა 7-ჯერ მოირგო და აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში გამარჯვება მათ მხარეს დარჩა - „ბეტისთან“ (0-1), „ელჩესთან“ (1-2), „გრანადასთან“ (1-4), „რეალ სოსიედადთან“ (0-2), „ელჩესთან“ (1-2), „რაიო ვალეკანოსთან“ (0-1) და „სელტასთან“ (1-2 ).
2 წლის წინ, როდესაც „რეალი“ მერვედფინალური ეტაპის ფარგლებში სტუმრობდა მანჩესტერს, მატჩი ადგილობრივების მოგებით დასრულდა (2-1). მაშინ, ესპანელები ვარდისფერი უნიფორმით იყვნენ წარმოდგენილნი, ხოლო 2016 წელს, მათ ლურჯი უნიფორმის ფონზე მოახერხებს „ქალაქელების“ მინიმალური ანგარიშით ძლევა.
- 26 აპრილი 2022
- 959
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.