ვალვერდე: „როდესაც „რეალის“ მაისურს იცმევ...“
„მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, კარლო ანჩელოტისთან ერთად, ფედე ვალვერდემაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს.
„ვცდილობ ყველაფერი გავიღო გუნდისათვის. როდესაც ნახევარდაცვაში ვასპარეზობ, შემიძლია სასარგებლო ვიყო, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, თუმცა ამპლუას მნიშვნელობა არ აქვს, სადაც არ უნდა გამამწესონ, ყოველთვის 100 პროცენტით დავიხარჯები.“
„შემადგენლობა თავდაჯერებულია. პარიზელებთან პირველი პაექრობა კარგი არ გამოგვივიდა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში საკუთარი გულშემატკივრების მხარდაჭერით მოვახერხეთ სასურველი შედეგის დაფიქსირება. ლონდონელებთან განსხვავებულად იყო. მეორე ორთაბრძოლაში გართულა მდგომარეობა, მაგრამ შემდეგი ეტაპის საგზური ჩვენ დაგვრჩა. იმედი მაქვს, „სიტისთან“ ორივე თამაშს წარმატებით ჩავატარებთ.“
„ვცდილობ ყოველდღიურ რეჟიმში ვისწავლო და განვვითარდე. ამაში თანაგუნდელები დიდად მეხმარებიან. საჭიროა პროგრესი არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ პერსონალურ დონეზეც. ტრავმების გამო სასტარტო შემადგენლობაში დავკარგე ადგილი, თუმცა ფეხბურთი ყოველთვის გაძლევს შანსს.“
„ჩვენ „რეალის“ გერბის ქვეშ ვასპარეზობთ, შესაბამისად, გუნდის მიზანია ნებისმიერი შეხვედრისა და ტურნირის მოგება. მომავალი მეტოქე საკმაოდ კარგად გამოიყურება. ვეცდებით საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ შესაძლებლობები.“
„„მან.სიტი“ დიდებული გუნდია. ეს კოლექტივი მრავალი წელია ერთად ასპარეზობს, რაც ძალიან ეხმარებათ დინამიკაში. სათანადოთ უნდა მოვემზადოთ, რათა მათი შეჩერება მოვახერხოთ.“
„სიტის“ არასდროს დაავიწყდება, რომ „რეალი“ ამ ტურნირზე ყველაზე დიდ გამოცდილებას ფლობს. ზუსტად ვიცი, რომ მანჩესტერელები ძალიან დიდი ყურადღებით ითამაშებენ.“
„ოდეგარი შესანიშნავი ფეხბურთელი და კარგი პიროვნებაა. მე და მარტინს არა ერთი პაექრობა გავქვს ჩატარებული, როგორც პირველ, ასევე სარეზერვო გუნდში. წარმატებებს ვუსურვებ მას.“
„„რეალის“ ისტორია მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგაზე. როდესაც ამ მაისურს იცმევ, გინდა, რომ ყველაფერი მოიგო.
- 25 აპრილი 2022
- 3 628
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.