„მან.სიტიმ“ „უოტფორდი“ გაანადგურა
პრემიერ ლიგის 33-ე ტურში, სამეფო კლუბის მომავალმა მეტოქემ, დიდი ანგარიშით დაამარცხა „უოტფორდი.“
გვარდიოლას შეგირდებმა 5 ბურთი გაუტანეს სტუმრებს, სანაცვლოდ კი მხოლოდ 1 მიიღეს. უდავოდ გამოსარჩევია გაბრიელ ჟესუსის ასპარეზობა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა პოკერი შეასრულა, ხოლო 1 გოლი როდრიმაც ჩაიწერა აქტივში. რაც შეეხება დე ბრუინს, ამ უკანასკნელმა 2 ასისტი მიითვალა და მოედანზე მხოლოდ 57 წუთი დაჰყო.
განვლილ შეხვედრაში არ უასპარეზიათ სტოუნსა და უოკერს. მათ ტრავმა აწუხებთ და ამ ეტაპისათვის, ინგლისელების ასპარეზობა სამშაბათს გასამართ შეხვედრაში სათუოა.
„ქალაქელებმა“ ნამდვილად შესანიშნავი განწყობა შეიქმენს მადრიდელებთან პაექრობის წინ.
- 23 აპრილი 2022
- 547
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.