თუ მაჰრეზი „სიტის“ დატოვებს, „რეალი“ მოლაპარაკებებს დაიწყებს
ფრანგული და ბრიტანული გამოცემების ცნობით, რიად მაჰრეზმა სეზონის ბოლოს შესაძლოა მანჩესტერ „სიტის“ შემადგენლობა დატოვოს...
L'EQUIPE-ს ცნობით, რიადის პრემიერლიგიდან აბარგების შემთხვევაში, მის მიმართ ინტერესს „რეალი“ და „პსჟ“ გამოიჩენენ.
მაჰრეზი მიმდინარე სეზონში მანჩესტერული გრანდის პრემიერლიგურ თამაშებში 24-ჯერ გამოჩნდა მოედანზე, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 41%-ში იყო, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მოთამაშემ ყველა დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა.
31 წლის მოთამაშეს „ქალაქელებთან“ ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისს ეწურება, განახლებაზე კი საუბარი არ მიმდინარეობს. სწორედ აქედან გამომდინარე, პეპ გუარდიოლას გუნდი ფეხბურთელის გაყიდვას ზაფხულში აპირებს.
მაჰრეზის ფასი ამ ეტაპზე 35-იდან 40 მილიონ ევრომდე მერყეობს.
იმ შემთხვევაში, თუ „რეალთან“ შეთანხმება შედგება, ფლორენტინო პერესი მოთამაშეს 2 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.
- 23 აპრილი 2022
- 821
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.