რუდიგერი 99%-ით მადრიდელია!
უახლესი ინფორმაცია, რომელსაც ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ საკმაოდ საინტერესოდ სჩანს. როგორც სჩანს, ფლორენტინო პერესმა კარლო ანჩელოტის დაჟინებული მოთხოვნა გაითვალისწინა და ანტონიო რუდიგერთან ფაქტობრივად შეთანხმებას მიაღწია...
ინგლისელთა ცნობით, გერმანელი უკანახაზლეი 99%-ით „რეალში“ ითამაშებს, მისი ხელფასი კი დაახლოებით 10.5 მილიონი ევრო იქნება.
გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ანტონიო დამატებით 10 მილიონიან სატრანსფერო ბონუსსაც მიიღებს, ვინაიდან ის თავისუფალი აგენტი ხდება და „ბლანკოსს“ „ჩელსისთვის“ 1 ცენტის გადახდაც არ მოუწევს.
ფლორენტინო პერესი რუდიგერს 4 წლიან ხელშეკრულებას შესთავაზებს, რომელსაც ვადა 2026 წლის 30 ივნისს ამოეწურება.
მიმდინარე სეზონში ანტონიომ პრემიერლიგაში 28 მატჩი გამართა, საიდანაც 90%-ში სასტარტო შემადგენლობაში იყო, მის ანგარიშზეა 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა. მან ასევე 9 ჩატარებული მატჩით დაასრულა ჩემპიონთა ლიგაზე მოღვაწეობა.
დღესდღეობით რუდიგერი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ითვლება.
- 23 აპრილი 2022
- 3 437
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.