„სიტისთან“ მატჩისთვის მზადება ინტენსიურ რეჟიმში გადადის
სამეფო კლუბის ფეხბურთელები მანჩესტერ „სიტისთან“ დაპირისპირებისთვის ემზადებიან. კარლო ანჩელოტიმ საკუთარი შეგირდები დღეს კიდევ ერთხელ შეკრიბა და მორიგი სამწვრთნელო სესია გამართა...
ხოსეპ გუარდიოლას გუნდთან დაპირისპირებამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი, აქედან გამომდინარე, „ბლანკოსი“ ინტენსიურ რეჟიმზეა გადასული.
დღევანდელ სესიაზე მთავარმა მწვრთნელმა დიდი ყურადღება დაუთმო ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას, ტაქტიკურ მონახაზებს, ბურთის ფლობას, კარში დარტყმების კომპონენტს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშსა და პრესინგს.
დავიდ ალაბა და კაზემირო აღდგენით პროცესს განაგრძობენ, ანალოგიურ სიტუაციაშია ფერლან მენდიც, თუმცა ფრანგი ყოველდღიურად უფროდაუფრო მეტი დატვირთვის მიღებას ახერხებს.
ხვალ „მერენგები“ კიდევ ერთ სესიას გამართავენ, ზეგ კი ინგლისისკენ აიღებენ გეზს, სადაც ფინალური ვარჯიში ჩაინიშნება.
- 23 აპრილი 2022
- 694
- 6