„რეალი“ და მოდრიჩი შეთანხმდნენ
36 წლის ნახევარმცველი შესანიშნავ სეზონს ატარებს. მისი ბურთაობის ყურება თითოეულ გულშემატკივარს უდიდესს სიამოვნებას ანიჭებს.
როგორც იცით, ლუკას მოქმედ კონტრაქტს 30 ივნისს ეწურება ვადა, თუმცა კონდიციებიდან და შემოდგომაზე გასამართი მუნდიალიდან გამომდინარე, ხორვატი არ აპირებს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას. მოდრიჩის სურვილია, რომ კიდევ 1 სეზონით დარჩეს დიდ ფეხბურთში.
ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კლუბმა და ფეხბურთელმა უკვე გამართეს მოლაპარაკებები ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. იურიდიულ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია კი მიმდინარე ტურნირებბის დასრულების შემდეგ გაიმართება.
- 23 აპრილი 2022
- 5 191
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.