მბაპეს ტრანსფერი - რას აკეთებს „რეალი?“
დღის განმავლობაში სხვადასხვა გამოცემების მეშვეობით არა ერთი ინფორმაცია ვრცელდება კილიან მბაპეს მომავალთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, უმეტესწილად სიმართლეს არ შეესაბამება.
თავის მხრივ პარიზული გრანდი ძალისხმევას არ იშურებიბს ფეხბურთელზე ზეწოლის მოსახდენად და მის დასაყოლიებლად ყველანაირ ხერხს მიმართავს. კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს, ახალგაზრდა ვარსკვლავი 30 ივნისის შემდეგაც დარჩეს „ლურჯების“ რიგებში.
ალბათ, საინტერესოა, აღნიშნულის ფონზე რა გეგმა აქვთ „სანტიაგო ბერნაბეუს“ ოფისებში. როგორც იცით, „რეალი“ წინა ზაფხულსაც ბევრს მუშაობდა ნახსენებ ტრანსფერზე, მაგრამ მაშინ, „პსჟ“-მ უბრალოდ არ გაყიდა მოთამაშე, ახლა კი გადაწყვეტილება მხოლოდ კილიანმა უნდა მიიღოს.
გავრცელებული ინფორმაციით, „რეალის“ ხელმძღვანელობა მშვიდად აკვირდება პროცესებს, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ მომავალი სეზონიდან მბაპე „ბლანკოსის“ ღირსებას დაიცავს. ისინი ელოდებიან ტურნირების დასრულებას, რათა ბოლო დეტალები გაიარონ და შემდეგ უკვე შესაბამისი ღონისძიება დაგეგმონ.
ერთი სიტყვით, მადრიდში ფიქრობენ - სანერვიულო არაფერია.
- 23 აპრილი 2022
- 1 752
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.