„რეალი“ მილიტაოსთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს
ფლორენტინო პერესის დავალებით მადრიდის „რეალის“ იურისტები ედერ მილიტაოს ახალ კონტრაქტზეც მუშაობენ...
ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება, ედერის სამეფო კლუბში დარჩენას 2025 წლის 30 ივნისამდე ითვალისწინებს, მაგრამ „ბლანკოსს“ სურს, რომ ფეხბურთელთან თანამშრომლობა 2028 წლის 30 ივნისამდე გააგრძელოს.
ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში გაიზრდება ფეხბურთელის ხელფასიც, მაგრამ უცნობია კონკრეტული ციფრები.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ 24 წლის მოთამაშე სამეფო კლუბში დიდ წარმატებას მიაღწევს და კიდევ უფრო განვითარდება. დღესდღეობით მილიტაო ანჩელოტის ფორმაციის „რეალის“ შეუცვლელი ფიგურაა. მიმდინარე სეზონში ედერმა ყველა ტურნირზე 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე უკვე 3 953 წუთია.
- 22 აპრილი 2022
- 977
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.