მბაპემ „რეალს“ ისტორიაში პირველი პრეცენდენტის დაშვება მოსთხოვა!
ესპანური გამოცემების ცნობით, კილიან მბაპეს საიმიჯო უფლებებთან დაკავშირებით რადიკალური მოთხოვნა აქვს, რომლის არშესრულების შემთხვევაშიც, „რეალს“ მისი დამატება ძალიან გაუჭირდება...
კილიანი მოხიბლულია სამეფო კლუბის გაახალგაზრდავების პროექტით, ბერნაბეუზე მიმდინარე სამუშაოებით, გუნდის სხვა ინფრასტრუქტურით და ასე შემდეგ, თუმცა მოითხოვს, რომ საიმიჯო უფლებების 100%-ს ფლობდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ „რეალი“ მას ვერცერთ სარეკლამო რგოლში ვერ გამოიყენებს, თუ ამას თავად ფეხბურთელი არ დაეთანხმება.
მბაპეს სარეკლამო პარტნიორებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს, ის ნაკლებად თანამშრომლობს „გემბლინგ“ მიმართულების წარმომადგენლებთან და ასე შემდეგ.
სამეფო კლუბში არსებობს შემთხვევები, სადაც ფეხბურთელებს საიმიჯო უფლებების 50%-ზე მეტი ჰქონდათ, თუმცა 100%-იანი ფლობა არავის ჰქონია.
ფრანგი ფეხბურთელის ოჯახთან შეხვედრაზე ფლორენტინო პერესი დირექტორთა საბჭოსთან ერთად ამ საკითხზე აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს.
- 22 აპრილი 2022
- 13 719
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.