რეინიერ ჟესუსზე „ელჩეც“ ფიქრობს
რეინიერ ჟესუსს ზაფხულში მადრიდის „რეალში“ დაბრუნება მოუწევს, თუმცა კლუბი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს მსურველ კლუბებთან და ფეხბურთელის იჯარით გაშვება სურს...
ბრაზილიელი ახალგაზრდის მომავალთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტი არსებობს, მათ შორის კი „ელჩეც“ გამოჩნდა, რომელიც მზად არის, სამეფო კლუბს გარანტიები მისცეს.
„ელჩეს“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ რეინიერი ლა ლიგაში გაიხსნება და მას სათამაშო დრო აუცილებლად მიეცემა.
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი ივლისის თვეში ფეხბურთელის გაშვებასთან დაკავშირებით ყველა მსურველ კლუბს გაესაუბრება და საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს.
- 22 აპრილი 2022
- 511
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.