ჰოლანდს „რეალში“ სურს თამაში?
როგორც იცით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი იწერება ერლინგ ჰოლანდის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლაზე. ბევრი გამოცემის ცნობით, ეს ტრანსფერი უკვე დროის საკითხია.
გერმანული Bild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფოლკი ნორვეგიელ გოლეადორთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს: „ჰოლანდის ოცნება სამეფო კლუბში ასპარეზობაა და აღნიშნული „ბორუსიას“ გასახდელიდან მიამბეს. მიუხედავად მოთამაშის სურვილისა, არსებულ მომენტში მისთვის დახურულია „ბერნაბეუს“ კარი, ვინაიდან მადრიდელთა მთავარი სამიზნე კილიან მბაპეა და ამასთანავე, დიდებულ ფორმაშია კარიმ ბენზემა. სწორედ ამიტომ ერლინგმა ინგლისში გადაბარგება გადაწყვიტა, სადაც გვარდიოლასთან მუშაობით უდიდეს გამოცდილებას მიიღებს.“
შესაძლებელია, ჰოლანდმა ბრიტანული გრანდი მადრიდში გადასვლის ტრამპლინადაც გამოიყენოს. ის დიდი ხნით არ აპირებს „ეტიჰედზე“ ბურთაობას.
- 22 აპრილი 2022
- 743
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.