როდის შეხვდება „რეალი“ მბაპეს ოჯახს? - თარიღი ცნობილია
სატრანსფერო ფანჯრის მოახლოვებასთან ერთად, ფრანგი ფეხბურთელის გვარი სულ უფრო ხშირად ჩნდება პრესის ფურცლებზე.
RMC Sport-ის ინფორმაციით, სამეფო კლუბმა უკვე დაგეგმა შეხვედრა კილიან მბაპეს ოჯახთან. მადრიდელები მომდევნო კვირას შეხვდებიან ახალგაზრდა ფრანგის წარმომადგენლებს და მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით გამართავენ მოლაპარაკებებს.
არსებობს კონკრეტული გეგმა, რომელიც ორივე მხარისთვის არის ცნობილი, შესაბამისად, ამ შეხვედრას გადამწყვეტი ხასიათი უნდა მიეცეს.
„რეალს“ უკვე მზად აქვს კონკრეტული ფინანსური წინადადება „პსჟ“-ს ვარსკვლავისათვის, რომელსაც 30 ივნისს ეწურება მოქმედი კონტრაქტი.
- 22 აპრილი 2022
- 3 973
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.