ანჩელოტის სერიოზული პრობლემა აქვს დაცვით ხაზში
სამეფო კლუბს სულ ცოტა აშორებს პრიმერა დივიზიონის 35-ე ტიტულამდე.
შესაძლებელია, მადრიდელებმა პრიმერა დივიზიონის შემდეგ ტურშიც მოახერხონ ჩემპიონობის გაფორმება, თუმცა ეს მხოლოდ მათზე არ არის დამოკიდებული.
როგორც იცით, ლა ლიგის 34-ე სათამაშო დღეს, „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ესპანიოლს“ მიიღებს. იტალიელ სპეციალისტს დიდი საკადრო პრობლემების ფონზე მოუწევს კატალონიელებთან ჯახი. ანჩელოტის განკარგულებაში არ იქნებიან ნაჩო და მილიტაო. აღნიშნულმა მცველებმა „ოსასუნასთან“ დაპირისპირებაში მიღებული ბარათებით, დისკვალიფიკაცია დაიმსახურეს და შესაბამისად, თანაგუნდელებს ვერ დაეხმარებიან.
არსებული მომენტისათვის, მენდი და ალაბაც ტრავმირებულთა რიგებრში ირიცხებიან, თუმცა, სავრაუდოდ, ისინი „სიტისთან“ შეხვედრამდე ჩადგებიან მწყობრში.
- 22 აპრილი 2022
- 922
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.