რა ხდება მბაპესთან დაკავშირებით?
კილიან მბაპეს მომავალთან დაკავშირებული სერიალი ფინალურ ეპიზოდებში შედის.
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ თავდამსხმელს 30 ივნისს ეწურება მოქმედი კონტრაქტი და აქამდე არა ერთხელ გაისტუმრა უარით კლუბის წარმომადგენლები, პარიზელები მაინც არ ნებდებიან და ყველანაირი ხერხით ცდილობენ ზეწოლის მოხდენას მოთამაშეზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის დედა დოჰაში მიემგზავრება, სადაც „პსჟ“-ს ბოსებთან გამართავს მოლაპარაკებებს შვილის გუნდში დარჩენის თაობაზე. დედაქალაქელების სურვილია, რომ მბაპე მათი შემადგენლობის წევრის სტატუსით შეხვდეს ყატარში გასამართ 2022 წლის მუნდიალს და ამისათვის, ასტრონიმიულ ციფრების შეთავაზებასაც არ ერიდებიან.
არსებობს მოსაზრება, რომ კილიანი შესაძლებელია დათანხმდეს ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივებას იმ პირობით, თუ სურვილის შემთხვევაში, მას 1 წლის შემდეგ გუნდის დატოვების უფლებას ექნება.
არადა, ყველას კარგად მოეხსენება - მბაპეს ოცნება „რეალის“ მაისურის მორგებაა. ტრანსფერის განხორციელების შემდეგ, ის „ბლანკოსის“ ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
- 21 აპრილი 2022
- 2 081
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.