„სიტიმ“ „ბრაიტონი“ დაამარცხა, დე ბრუინმა ითამაშა
„ფა თასზე“ „ლივერპულთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, პრემიერ ლიგის 32-ე ტურის ფარგლებში, „მანჩესტერ სიტიმ“ „ბრაიტონს“ უმასპინძლა და 3 უპასუხო გოლიც გაუტანა.
„ქალაქელთა“ მხრიდან მაჰრეზმა, ფოდენმა და ბერნანდო სილვამ გამოიჩინეს თავი. აღსანიშნავია, რომ წინა პაექრობისგან განსხვავებით, მოედანზე გამოჩნდა დე ბრუინი, რომელიც 83 წუთის განმავლობაში ავიწროვებდა მეტოქეს, ხოლო რაც შეეხება კაილ უოკერს, ის კვლავ ტრავმირებულია.
მატჩის 77-ე წუთზე, გვარდიოლამ სტოუნსი ჩახსნა შეხვედრის მიმდინარეობიდან. როგორც შემდეგ გაირკვა, ინგლისელ ცენტრალურ მცველს გარკვეული დისკომფორტი აწუხებდა და მწვრთნელმა არ გარისკა მისი დატოვება.
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინაულ დაპირისპირებამდე, 23 აპრილს, „სიტი“ კიდევ ერთ დაპირისპირებას გამართავს, ამჯერად „უოტფორდის“ წინააღმდეგ. სატურნირო ცხრილში „ცისფერები“ 1 ქულით უსწრებენ მდევარ „ლივერპულს.“
შეგახსენებთ, რომ „მან.სიტი“ და „რეალი“ 26 აპრილს, „ეტიჰედზე“ შეერკინებიან ერთმანეთს.
- 21 აპრილი 2022
- 753
- 5