„რეალი“ ბრაზილიელ ნახევარმცველს აკვირდება
სამეფო კლუბის სატრანსფერო რადარზე ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა.
„რეალი“ ყურადღებით აკვირდება ბრუნო გიმარაეშის პროგრესს. ბრაზილიელი ფეხბურთელი განვლილ ზამთარს გადაბარგდა „ლიონიდან“ „ნიუკასლში,“ სადაც მყისვე აუღო ალღო ინგლისის ჩემპიონატს და წარმატებული ასპარეზობით გამოირჩევა. 24 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე 12 მატჩი, 3 გოლი და 1 ასისტია.
აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკო პარანაენსის“ ყოფილ მოთამაშეს სტაბილურად იძახებენ ეროვნულ ნაკრებშიც. დიდი ალბათობით, მას ყატარში გასამართ მუნდიალზეც ვიხილავთ საქმეში. მისი გადაბირება 52 მლნ. ევრო დაუჯდა პრემიერლიგის კლუბს.
მადრიდელები გიმარაეშის კანდიდატურას სამომავლო პერსპექტივაში განიხილავენ.
- 21 აპრილი 2022
- 813
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.