ბენზემამ 2 პენალტი გააცუდა
„ოსასუნასთან“ მატჩში კარიმ ბენზემას დიდებული შანსი ჰქონდა კიდევ უფრო გაემყარებინა უპირატესობა „პიჩიჩისთვის“ ბრძოლაში, თუმცა ფრანგმა ვერ გამოიყენა.
შეხვედრის 52-ე და 59-ე წუთზე, „ცხრიანმა“ თერთმეტ მეტრიანი დარტყმები შეასრულა, მაგრამ ორივე შემთხვევაში პამპლონელთა კარის დარაჯი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
უკანასკნელის 16 წლის განმავლობაში, პრიმერა დივიზიონის მასშტაბით, ბენზემა გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 90 წუთის მანძილზე 2 პენალტი გააცუდა. 2006 წელს, ანალოგიური კრახი განიცადა „ესპანიოლის“ ლიდერმა რაულ ტამუდომ.
- 21 აპრილი 2022
- 807
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.