The Times - „სიტი“ ჰოლანდს „რეალში“ გადასასვლელ გზას არ მოუჭრის
The Times-ის ინფორმაციით, მანჩესტერ „სიტის“ ხელმძღვანელობამ ერლინგ ჰოლანდს დამატებითი შეთავაზებით მიმართა...
„ქალაქელები“ მზად არიან, ჰოლანდს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ „რეალში“ გადასვლის გზა არ მოუჭრან.
გამოდის, რომ პრემიერლიგაში გადასვლიდან სავარაუდოდ 2 წლის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში ერლინგს მადრიდისკენ გეზის აღება შეეძლება, თუმცა ფლორენტინო პერესს გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე ამას ახლა გააკეთებს.
ხოსეპ გუარდიოლას ნორვეგიელი ძალიან მოსწონს და მიიჩნევს, რომ მისი დამატებით „სიტის“ შეტევითი რესურსი კიდევ უფრო გაიზრდება.
- 20 აპრილი 2022
- 1 150
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.