ვინისიუს ჟუნიორის კონტრაქტი მზად არის
მადრიდული გამოცემების ცნობით, ვინისიუს ჟუნიორისთვის მადრიდის „რეალმა“ ახალი კონტრაქტი მოამზადა...
შეთანხმების საფუძველზე პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.
ხელშეკრულება, რომელსაც ბრაზილიელმა ახალგაზრდამ და ფლორენტინო პერესმა უნდა მოაწეროს ხელი, ხელფასის 5 მილიონი ევროთი ზრდას ითვალისწინებს.
კონტრაქტის ვადი 2027 წლის 30 ივნისამდე უნდა განისაზღვროს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შეთანხმება შესაძლოა 2028 წლის 30 ივნისამდე შედგეს.
ესპანური გამოცემების ცნობით, „რეალი“ ვინის 100%-ით ენდობა და მას მომავლის პროექტში მოიაზრებს.
- 20 აპრილი 2022
- 905
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.