ბენზემას პრობლემები აქვს?
ის, რომ კარიმ ბენზემა დიდებულ სეზონს ატარებს ყველასათვის თვალშისაცემია.
საფეხბურთო სპეციალისტების აზრით, 2022 წლის „ოქროს ბურთზე“ ფრანგი ფეხბურთელის მთავარი კონკურენტი მოჰამედ სალაჰი იქნება. „ცხრიანის“ მსგავსად, ეს უკანასკნელიც შესანიშნავად ასპარეზობს და „ლივერპულის“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა.
არსებული მომენტისათვის, ეგვიპტელ შემტევს ჩინებული შანსი აქვს სეზონი 4 ტიტულით დაასრულოს. „მერსისაიდელებმა“ უკვე მოგებულ „კარაბაოს“ თასს, შესაძლოა „ფა თასი“ (რომლის ფინალულის საგზურიც მოპოვებული აქვთ), ჩემპიონთა ლიგა (გუნდი ნახევარფინალურ სტადიაზეა) და პრემიერ ლიგა დაუმატონ (სატურნირო ცხრილში 1 ქულით უსწრებენ მეორეადგილოსან „სიტის“). პარალელურად, მო ინგლისის ჩემპიონათის საუკეთესო მეგოლე (22) და საუკეთესო ასისტენტია (12). ამასთანავე, რამდენიმე თვის წინ, მან მონაწილეობა მიიღო აფრიკის თასის ფინალურ პაექრობაშიც, სადაც მანეს სენეგალთან თერთმეტ მეტრიანების სერიაში დამარცხდა.
როგორც იცით, მომდევნო „ოქროს ბურთის“ გადაცემა მოხდება სეზონის განმავლობაში (და არა კალენდარული წლის) დაფიქსირებული შედეგების მიხედვით და ყურადღება გამახვილდება ინდივიდუალურ მიღწევებზე.
აღსანიშნავია, რომ სალაჰს სერიოზული მხარდაჭერა აქვს, როგორც პრემიერ ლიგის, ასევე არაბული სამყაროს. ისინი მუდამ უკმაყოფილონი იყვნენ მოთამაშის არასათანაოდო პოზიციით მსგავს კონკურსებში.
ერთი სიტყვით კარიმ ბენზემას იმაზე სერიოზული ოპონენტი გამოუჩნდა, ვიდრე რობერტ ლევანდოვსკი იყო.
- 20 აპრილი 2022
- 2 189
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.