ანჩელოტის უნიკალური გამოწვევა
ალბათ, კარლო ანჩელოტი ვერ წარმოიდგინდა, რომ „რეალში“ დაბრუნების შემდეგ, სადებიუტო სეზონი ასეთი საინტერესო, დაძაბული და გამოწვევებით აღსავსე იქნებოდა.
არსებული მომენტისათვის, ანჩელოტის დამოძღვრილი გუნდი 2 მთავარი ტიტულისათვის იბრძვის. სამეფო კლუბს, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს პრიმერა დივიზიონის კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური. შესაბამისად, იტალიელი მწვრთნელი ფეხბურთის ისტორიაში გახდება პირველი, ვისაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ოქროს მედალი ექნება. პაპა კარლომ 2004 წელს „მილანთან,“ 2010 წელს „ჩელსისთან,“ 2013 წელს „პსჟ“-სთან, ხოლო 2017 წელს კი „ბაიერნთან“ ერთად იზეიმა ჩემპიონობა.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, „თეთრები“ ნახევარფინალურ სტადიაზე იმყოფებიან, სადაც „მანჩესტერ სიტისთან“ მოუწევთ მთავარი შეხვედრის საგზურისათვის ჭიდილი. თუ მადრიდელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის დაბევებაც მოახერხეს, ანჩელოტისთვის ეს გამარჯვება მე-4 იქნება კარიერაში. ის უკან მოიტოვებს ბობ პისლისა და ზინედინ ზიდანს და გათამაშების ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი დამრიგებლის სტატუსს მოირგებს.
მაშასადამე, ანჩელოტი პოკერისა და რეპოკერის ზღვარზეა.
- 20 აპრილი 2022
- 789
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.