მოურინიოსგან ბევრის სწავლა შეიძლება
მადრიდის "რეალის" ჩამშლელმა, ლასანა დიარამ კვირის ბოლო პრესკონფერენცია გამართა.
"ყოველთვის მსურდა მადრიდის "რეალში" თამაში. ტრავმის გამო ვერ ვაჩვენე გულშემატკივრებს ჩემი შესაძლებლობები წინა სეზონში. მიუხედავად ამისა ყოველთვის ვცდილობდი, რომ დამემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები და ის, რომ მე შემიძლია "ბლანკოსისნაირ" კლუბში თამაში."
"მოურინიო ჩემი მწვრთნელი იყო, როდესაც ჩელსიში ვთამაშობდი. ჩვენ მრავალი წარმატებული სეზონი ჩავატარეთ ერთად. ძალიან მიხარია, რომ კვლავ ერთად ვართ, რადგან ჟოზეს გაწვრთნილი გუნდები მუდამ წარმატებებს აღწევენ. იგი ფანტასტიური ტაქტიკოსია და იცის როგორ უნდა აკონტროლოს თამაში. მისი ნიჭი ჩვენ დაგვეხმარება ტიტულების მოპოვებაში."
"კანტერანოებს დიდი მომავალი აქვთ. მათ მეტად გაუმართლათ. მოურინიოს შეუძლია მათ ბევრი ასწავლოს."
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 23 ივლისი 2010
- 1 617
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.