როდრიგო „ასიანს“ მიუახლოვდა

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონი როდრიგოსთვის უფერულად მიმდინარეობდა, მას არასდროს დაუკარგავს თვითრწმენა და შედეგმაც არ დააყოვნა. ყველაზე მნიშვნელოვან და საჭირო დროს ის მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

ბრაზილიელმა შემტევმა ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსისთან,“ ხოლო შემდეგ პრიმერა დივიზიონში „სევილიასთან“ მატჩების შემოტრიალებას ჩაუყარა საფუძველი. ახლა კი იმედოვნებს, რომ „ოსასუნასთან“ დაპირისპირებას სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს, ვინაიდან მან ეს დაიმსახურა.

21 წლის მოთამაშე უკვე 99 შეხვედრას მოითვლის „რეალის“ მაისურით (68 ლა ლიგაზე, 24 ჩ/ლიგაზე და 7 „კოპა დელ რეიზე“). მის ანგარიშზეა 12 გოლი და 16 ასისტი. აღსანიშნავია, რომ მისი სადებიუტო მატჩი მადრიდული გრანდის რიგებში, სწორედ „ოსასუნას“ წინააღმდეგ შედგა. მაშინ, როდრიგომ მოედანზე შემოსვლიდან 91 წამში შეძლო თავის გამოჩენა. ის კლუბის ისტორიაში გახდა 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი მოთამაშე, რომელმაც გოლი გაიტანა და ამასთანავე, ყველაზე სწრაფი სადებიუტო გოლის ავტორი (მეორეზეა დევიდ ბექემი - 124 წამი).

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (231)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)