რუდიგერმა კვლავ დაურეკა „რეალს“
გერმანელ ცენტრალურ მცველს რამდენიმე თვეში ეწურება „ჩელსისთან“ მოქმედი კონტრაქტი, შესაბამისად, ის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს ლონდონს.
პირველად, ანტონიო რუდიგერისა და სამეფო კლუბის დაკავშირება რამდენიმე თვის წინ მოხდა. მაშინ იწერებოდა, რომ ფეხბურთელისა და გუნდის წარმომადგენლებს შორის შემდგარი კომუნიკაცია შედეგის გარეშე დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოთამაშის აგენტმა კვლავ დარეკა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ და მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა ადგილობრივებს. მართალია, მადრიდში მოხიბლულნი არიან რუდიგერის პოტენციალით, რაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრებიდანაც ნათლად ჩანდა, თუმცა მათთვის მიუღებელია აღნიშნული მხარის პირობები. ანტონიოს სურვილია, რომ 4 წლიანი ხელშეკრულება გააფორმოს ევროპის გრანდთან და ამ პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 55 მლნ. (ყველა ხარჯის გათვალისწინებით) გამოიმუშავოს. ცხადია, „რეალმა“ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და ახლა უკვე ჯერი თავად რუდიგერზეა, შეამცირებს თუ არა ციფრებს. მან გადაწყვეტილებას სეზონის დასრულებამდე უნდა მიიღოს.
პარალელურად, „რეალში“ ედერ მილიტაოს ხელშეკრულების გაუმჯობესაზეც ფიქრობენ. ბრაზილიელის ამჟამინდელი ანაზღაურება წლიურად 4 მლნ. შეადგენს, რაც მისი დონის ფეხბურთელისათვის, საკმაოდ დაბალი ანაზღაურებაა.
- 20 აპრილი 2022
- 882
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.