ანჩელოტიმ ტანმაღალ ფორვარდს უხმო
კარლო ანჩელოტი სერიოზული საკადრო პრობლემების ფონზე ესტუმრება პამპლონას.
გამომდინარე იქედან, რომ იოვიჩიცა და მარიანოც ტრავმირებულნი არიან, იტალიელმა დამრიგებელმა ცენტ.ფორვარდის პოზიციაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიყვანა განაცხადში. ხუანმი ლატასა ტანმაღალ (1მ. 92 სმ.) თავდამსხმელთა რიგებს მიეკუთვნება. ის საკმაოდ წარმატებულია მეორე სართულზე თამაშისას და მიუხედავად აღნაგობისა, გამოირჩევა სისწრაფით, მოხერხებულობითა და კარგი დარტყმით.
მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა „კასტილიას“ 26 პაექრობაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლიც ჩაიწერა აქტივში. ის მოხარულია პირველ შემადგენლობაში გამოძახებით და იმედოვნებს, რომ მწვრთნელი დებიუტის საშუალებასაც მისცემს.
- 19 აპრილი 2022
- 2 116
- 14
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.