ნაჩო ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა
32 წლის ფეხბურთელმა ლომის წვლილი შეიტანა „სევილიასთან“ მატჩის შემოტრიალებაში.
როდესაც „სანჩეს პისხუანზე“ ანჩელოტის გუნდი მარცხდებოდა, შეცვლაზე შემოსულმა ნაჩომ შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა. მან მიმდინარე სეზონი მესამე შედეგიანი დარტყმა განახორციელა და კროოსსა და მოდრიჩთან ერთად, თანაგუნდელებს შორის მეხუთე საუკეთესო ბომბარდირია. აღნიშნულ მოთამაშეების მხოლოდ ბენზემა (39 გოლი), ვინისიუსი (17), ასენსიო (10) და როდრიგო (4) უსწრებენ. ფერნანდესს მხოლოდ 1 გოლი აშორებს, რათა კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონის (2017/28 წ.წ.) მიღწევა გაიმეოროს.
„სევილიამდე,“ უნივერსალმა მცველმა „ალავესისა“ და „გრანადას“ მეკარეების დამწუხრება მოახერხა. საინტერესოა, რომ სამივე შემთხვევაში მადრიდელები სტუმრად ასპარეზობდნენ.
წლეულს, „ბლანკოსის“ აკადემიის წევრის სათამაშო დრო 1935 წუთს შეადგენს, რაც საერთო ჯამში 35 პაექრობაზე ნაწილდება. მან 20-ჯერ დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან, ხოლო 15-ჯერ სათადარიგოდან ჩაერთო საქმეში.
ნაჩოს 2023 წლის ზაფხულამდე აქვს დაკავშირებული მომავალი „რეალთან.“ ის მადრიდისტების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფეხბურთელად ითვლება, ვინაიდან მთლიანი კარიერა თეთრ მაისურს მიუძღვნა. ესპანელი არასდროს მოიაზრებოდა ძირითადი თერთმეტეულის წევრად. მიუხედავად ამისა, ყოველთვის მზადყოფნაშია და შანსის მიღების შემდეგ, ბოლომდე იხარჯება მწვანე მინდორზე.
„ნაჩოს ხასიათი გამოირჩევა დიდი ბალანსით. მან შესანიშნავად იცის, თუ რა როლი აკისრია შემადგენლობაში. არ აქვს მნიშვნელობა თამაშობს, თუ არა, მუდამ ახერხებს ბალანსის დაჭერას, რაც მაღალპროფესიონალად აქცევს მას“ - აღნიშნავს ანჩელოტი.
- 19 აპრილი 2022
- 735
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.