ანჩელოტი: „ის არ დაისვენებს“
„ოსასუნასთან“ მატჩამდე კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.
„ახლოს ვართ ჩემპიონობასთან, თუმცა წინ კიდევ გვაქვს მნიშვნელოვანი მატჩები. „ელ სადარი“ რთული სტადიონია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტიტულს მივუახლოვდეთ.“
„ცხადია, სათანადო გამოცდილება მაქვს და შესაბამისად, ამ ეტაპზე ტურნირის გამარჯვებულებად არ მივიჩნევთ თავს. ჩვენი მიზანია წარმატებული სვლის გაგრძელება.“
„ბენზემა დაღლილი არ არის, თავს კარგად გრძნობს. აქედან გამომდინარე, „ოსასუნას“ წინააღმდეგ თავის გამოჩენის საშუალება ექნება.“
„როდრიგოს შესანიშნავი სეზონი აქვს. ბრაზილიელი დიდ დახმარებას უწევს გუნდს, როდესაც სათადარიგოდან ერთვება საქმეში. ანალოგიურის თქმა შემიძლია ასენსიოზეც. ჩვენ სიამოვნება უნდა მივიღოთ მათი ფეხბურთის შემყურე.“
„„რეალი“ ყოველთვის 3 ქულისათვის ასპარეზობს. გარკვეული კალკულაციები ჩვენთვის უინტერესოა.“
„კაზემიროს, მარიანოსა და იოვიჩს კუნთთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. ისინი ხვალინდელ პაექრობს გამოტოვებენ, თუმცა, ჩემი აზრით, „სიტისთან“ შეხვედრას მზადყოფნაში შეხვდებიან.“
„ჩემპიონთა ლიგა თუ პრიმერა დივიზიონი, რა თქმა უნდა ორივე.“
„მოდრიჩი გადაღლილად გრძნობს თავს და მას დასვენების საშუალება მიეცემა. ის შემადგენლობასთან ერთად არ გაემგზავრება პამპლონაში.“
„ვინისიუსი სიმშვიდეს ინარჩუნებს. გოლების გატანა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არ არის მის თამაშში.“
„პიკეასა და რუბიალესის საქმესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ მსურს.“
- 19 აპრილი 2022
- 2 647
- 7