„ჩელსის“ ფეხბურთელი „რეალის“ რადარზე
სამეფო კლუბში უკვე ფიქრობენ მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებაზე.
Daily Mirror-ის ინფორმაციით, „რეალი“ დიდ სიმპათიებს გამოხატავს „ჩელსის“ მარჯვენა მცველის მიმართ, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა რამდენიმე დღის წინ „სანტიაგო ბერნაბეუზე.“ მიმდინარე სეზონში რის ჯეიმსს არა ერთი პაექრობის განმავლობაში აკვირდებოდნენ „ბლანკოსის“ წარმომადგენლები და მისი შესაძლებლობებით მოხიბლულნი არიან.
ინგლისელი ფეხბურთელს 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი „არისტოკრატებთან,“ და ცხადია, ისინი არ გეგმავენ მსგავსი კალიბრის მოთამაშის გაშვებას, თუმცა ლონდონურ გრანდში არსებული სიტუაციის გამო (არასპროტული თვალსაზრისით), მადრიდელებს ჯეიმსის გადაბირების იმედი აქვთ.
- 19 აპრილი 2022
- 830
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.