კანმა ალაბა დააკნინა
როგორც ჩანს, „რეკორდმაისტერში“ ჯერ კიდევ ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ ავსტრიელი ფეხბურთელი „ბლანკოსის“ რიგებში გადაბარგდა.
დავიდ ალაბა განვლილ ზაფხულს შეუერთდა სამეფო გუნდის რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით. მან გერმანულ კლუბში ბოლომდე შეასრულა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და მისი ამოწურვის შემდეგ, გახანგრძლივებაზე უარი განაცხადი.
მოთამაშემ მალევე გაიარა ადაპტაციის პერიოდი ესპანეთის დედაქალაქში და ანჩელოტის ფორმაციის „რეალის“ შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა. „ოთხიანმა“ დაცვის ცენტრში დიდებული ტანდემი შექმნა ედერ მილიტაოსთან ერთად. მათზე დიდ იმედებს ამყარებს იტალიელი დამრიგებელი.
წარსულში ცნობილმა მეკარემ და ამჟამად „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ოლივერ კანმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ალაბაზეც გააკეთა კომენტარი: „ძალიან მომწონს დავიდი, თუმცა ფაქტია, რომ მისი წასვლის შემდეგ, უფრო ნაკლებ გოლს ვუშვებთ.“
- 19 აპრილი 2022
- 1 211
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.