„რეალმა“ შეთავაზება შესაძლოა 80 მილიონამდე გაზარდოს
ფლორენტინო პერესი კაზემიროს შემცვლელზე უკვე სერიოზულად ფიქრობს და მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით გუნდმა სერიოზული სამუშაოები უნდა ჩაატაროს...
ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც განხილვას არის დაქვემდებარებული ორელიენ ჩუამენია. „მონაკოს“ ფრანგ ფეხბურთელს „რეალის“ გარდა არაერთი კლუბი ეპატიჟება, თუმცა თავად ფეხბურთელს სამეფო კლუბში ასპარეზობის პერსპექტივა ხიბლავს, რაც ფლორენტინოს გარკვეულ ბენეფიტებს აძლევს.
ესპანური გამოცემების ცნობით, „ბლანკოსმა“ ჩუამენის 50 ან 55 მილიონ ევროდ ყიდვის ოცნება დაასრულა და თანხის გაზრდას 80 მილიონ ევრომდე აპირებს.
ეს იქნება თანხა, რომელსაც სამეფო კლუბი აღარ შეცვლის. ესპანეთის დედაქალაქში მიიჩნევენ, რომ 80 მილიონი არის თანხა, რომელზეც „მონაკოც“ უნდა წამოვიდეს და ფეხბურთელიც.
იმ შემთხვევაში, თუ გარიგება შედგება, მადრიდული გრანდი ორელიენს 6 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.
- 18 აპრილი 2022
- 2 085
- 49
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.