რუდიგერმა „რეალთან“ მოლაპარაკებები ისევ განაახლა
როგორც სჩანს, ანტონიო რუდიგერთან დაკავშირებით „რეალი“ ისევ გააქტიურდა...
გერმანელი ფეხბურთელი „პსჟ“, „ბარსელონას“, „ბაიერნის“ და იტალიური გუნდების ინტერესის არეალშიც არის, მაგრამ როგორც სჩანს, ფლორენტინო პერესი კვლავ აქტიურობს.
მოთამაშე ხელფასის სახით წლიურად 12 მილიონ ევროს ითხოვს, რაც „ბლანკოსისთვის“ მიუღებელია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ჩელსის“ უკანახაზელის დონის მოთამაშის დამატება თანაც უფასოდ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
რუდიგერმა „რეალის“ წინააღმდეგაც დაამტკიცა, რომ უმაღლესი კლასის მცველია და მასზე გათვლის გაკეთება შეიძლება.
ესპანური და ბრიტანული გამოცემების ცნობით, რამდენიმე კვირაში მხარეები კონკრეტული შეთავაზებების კვალდაკვალ ისაუბრებენ.
- 18 აპრილი 2022
- 947
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.