„ოსასუნა“ „რეალს“ საკადრო პრობლემებით ხვდება
პრიმერა დივიზიონის 33-ე ტურის მატჩისთვის დაიწყეს მზადება იაგობა არასატეს შეგირდებმაც.
მადრიდელებთან საკმაოდ პრინციპულ და ნიშანდობლივ დაპირისპირებაში, პამპლონელებს არესო, ხუან კრუზი და კიკე გარსია ვერ დაეხმარებიან. ისინი ტრავმირებულნი არიან.
ამასთანავე, როგორც ცნობილია, შეხვედრის გამოტოვება მოუწევს ნახევარდაცვის ლიდერ ლუკას ტოროს. ამ უკანასკნელმა „მესტალიაზე“ სეზონში რიგით მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო და შესაბამისად, დისკვალიფიცირებულია.
„ოსასუნამ“ უკანასკნელი 2 პაექრობა გამარჯვებით დაასრულა. „წითლები“ 44 ქულას მოითვლიან და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებენ.
მათი და „რეალის“ ჯახი 20 აპრილს, 23 საათსა და 30 წუთზე (თბილისის დროით) აიღებს სტარტს.
- 18 აპრილი 2022
- 809
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.