რა ურჩია „აინტრახტის“ ლეგენდამ იოვიჩს?
ლუკა იოვიჩმა ვერადავერ შეძლო სამეფო კლუბის რიგებში ფეხის მოკიდება.
ახალგაზრდა თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში 17-ჯერ გამოჩნდა მწვანე მინდორზე და აქედან, ორ შემთხვევაში ირჯებოდა სასტარტო შემადგენლობიდან. ის „რეალის“ 2019 წელს შეუერთდა და ამ პერიოდიის განმავლობაში მხოლოდ 3 გოლი ჩაიწერა აქტივში. აღსანიშნავია, რომ ესპანელებმა ფრანკფურტელებს მის სანაცვლოდ 60 მლნ. ევრო გადაუხადეს.
იოვიჩის ირგვლივ შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა „აინტრახტის“ ლეგენდა დრაგოსლავ სტეფანოვიჩი: „დრო არის ლუკას მთავარი პრობლემა. ფაქტობრივად, ბოლო 3 წლის განმავლობაში მას რეგულარულად არ უასპარეზია. ვფიქრობ, ფეხბურთელი ისეთ კლუბში უნდა გადაბარგდეს, სადაც სტაბილურად ექნება თავის გამოჩენის საშუალება. ამით საკუთარ კარიერას გადაარჩენს. მადრიდში იოვიჩს შესაძლებლობა არ აქვს.“
სერბს 2025 წლის ზაფხულამდე აქვს დაკავშირებული მომავალი „ბლანკოსთან.“
- 18 აპრილი 2022
- 944
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.