საოცარი დამთხვევა - ისევ „სევილია,“ ისევ „ქამბექი,“ ისევ 92-ე წუთი

სამეფო კლუბმა კიდევ ერთი დიდებული საღამო აჩუქა გულშემატკივრებს.

როდესაც ანჩელოტის შეგირდები შესვენებაზე გავიდნენ, ისინი 2 ბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ ადგილობრივ „სევილიასთან,“ თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა. „რეალმა“ შეძლო ჩამორჩენის აღმოფხვრა და მეტიც, დედაქალაქში 3 ქულით გაემგზავრა. შეხვედრაში საბოლოო წერტილი კარიმ ბენზემამ დასვა. ამ უკანასკნელმა 92-ე წუთსა და 16 წამზე გამოიჩინა თავი.

ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, საოცარ დამთხვევას გადავაწყდებით. 2010 წელს, „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ „თეთრები“ ანალოგიურად 0-2 აგებდნენ სევილიელებთან და პელეგრინის დამოძღვრილებმაც მოახერხეს დაპირისპირების შემოტრიალება. საინტერესოა, რომ მაშინაც, გამარჯვების გოლი 92-ე წუთსა და 16 წამზე გავიდა. მისი ავტორი კი რაფაელ ვან დერ ვაარტი გახდა.


1

18 აპრილი 2022 16:42

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კანუტეო ჩემი :დდ როდინდელი თამაშია

2

18 აპრილი 2022 19:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 097
Es tamashi rogor maxsovs emociebis zgva iyo

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (28)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)