ბენზემა არასდროს ნებდება
კარიმ ბენზემამ „სანჩეს პისხუანზე“ 92-ე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი.
„სევილიასთან“ დაპირისპირებას მეტად რთული, დრამატული და ემოციური გამოდგა სამეფო კლუბისათვის. ანჩელოტის შეგირდებმა უშეღავათო ბრძოლაში მოახერხეს საკმაოდ მნიშვნელოვანი 3 ქულის დაბევება. მატჩის განმავლობაში „ცხრიანს“ რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, ფრანგს ფარ-ხმალი არ დაუყრია და მსაჯის საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე, ანდალუსიელების კარის ბადე შეარხია.
უკანასკნელი 10 პაექრობის განმავლობაში, ბენზემამ უკვე მე-15-დ გამოიჩინა თავი. 15 თებერვლის შემდეგ, როდესაც „რეალმა“ მინიმალური ანგარიშით წააგო პარიზში (1-0), კარიმმა ყველა მეტოქეს გაუტანა, გარდა „ხეტაფესი.“ მან თითო-თითოჯერ აიღო „ალავესის,“ „რაიოს,“ სოსიედადისა“ და „სევილიას“ კარი, დუბლი მიითვალა „მალიორკასა“ და „სელტას“ წინააღმდეგ, ჰეთ-თრიქი ჩაითვალა „პსჟ“-სთან და ოთხჯერ დაამწუხრა ლონდონელები.
კრიშტიანუ რონალდუს მიერ ესპანეთის დატოვებიდან დღემდე, ბენზემამ უკვე 129-ჯერ გამოიჩინა თავი (არასრული 4 სეზონი). მიმდინარე სეზონში კი ის 39 შედეგიან დარტყმას მოითვლის ყველა საკლუბო ტურნირზე (25 პრიმერაში, 12 ჩ/ლიგაზე და 2 ესპანეთის სუპერ თასზე) და წინ კიდევ მინიმუმ 8 ორთაბრძოლაში მოუწევს მონაწილეობის მიღებას.
„თავდამსხმელი, რომელიც 10 წელზე მეტია „რეალის“ ღირსებას იცავს, ესეიგი განსაკუთრებულია. მას დიდებული სეზონის აქვს არა მხოლოდ გოლების გამო, არამედ თამაშის მხრივ“ - დასძინა პეპ გვარდიოლამ ბენზემაზე.
- 18 აპრილი 2022
- 804
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.